loader

ყირიმში ქართველ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს ტექსტის რუსულად თარგმნა მოსთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმში ქართველ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს ტექსტის რუსულად თარგმნა მოსთხოვეს

ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტს, გურამ როგავას სიმფეროპოლში რადასთან შეკრებილმა პრორუსულად განწყობილმა ადამიანებმა ნორმალურად მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ქართველი ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოხდა. აგრესიულად განწყობილმა რამდენიმე მოქალაქემ მას ქართული ტექსტის რუსულ ენაზე თარგმნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ გურამ როგავასა და მის ყირიმელ მეგობრებს პროვოკატორები უწოდეს.

რუსეთი ყოველთვის იცავდა ყირიმსაც, საქართველოსაც და სომხეთსაც... თქვენ ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებით და ვალდებული ხართ გვითარგმნოთ, რასაც გადასცემთ, რადგან ჩვენ არ ვიცით ქართული, - მიმართა ჟურნალისტს აქციის მონაწილე ქალმა.