loader

მარგველაშვილთან შეხვედრაზე გარეგინ მეორემ ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერება გამოხატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგველაშვილთან შეხვედრაზე გარეგინ მეორემ ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერება გამოხატა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რელიგიურ-კულტურული ურთიერთობა იყო. გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, სომხეთის პატრიარქმა, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა და ამისათვის თანხა საკუთარი "ქართუ" ფონდიდან გამოჰყო. გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს გარეგინ მეორეს ხარების სურათი უსახსოვრა.

შეხვედრა ეჩმიაძინის ტაძარში გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ეჩმიაძინში გამგზავრებამდე სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პირველი პირის გაცილების ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე მეორე დღეა ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.