loader

"ექვსი თვე საკუთარი შვილივით მივლიდა..." - გიორგი მარგველაშვილის ემოციური სტუმრობა სომხურ ოჯახში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექვსი თვე საკუთარი შვილივით მივლიდა..." - გიორგი მარგველაშვილის ემოციური სტუმრობა სომხურ ოჯახში

სომხეთში ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ეჩმიაძინში მცხოვრები რობერტ აბრამიანის ოჯახი მოინახულა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროფესიით მუსიკოსი აბრამიანი გიორგი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო, მაშინ როცა ეჩმიაძინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. პრეზიდენტმა რობერტ აბრამიანის გაცნობის ისტორია და ის პერიოდი გაიხსენა, რომელიც ამ ადამიანის მზრუნველობით გამოიარა. გიორგი მარგველაშვილი შემთხვევით გაცნობილმა ადამიანმა საკუთარ ოჯახში შეიფარა და საუკეთესო მეგობარიც გახდა.

რობერტ აბრამიანის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტს ემოციური და განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს. აბრამიანის სახლში მისი ოჯახის წევრების გარდა საქართველოს პირველი პირის დასახვედრადმეზობლებიც საგანგებოდ იყვნენ შეკრებილი.

ოჯახის უფროსის თქმით, დღემდე მოჰყვება ის სიხარული, რომელიც მაშინ განიცადა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე შეიტყო. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.