loader

ხარკოვში შტურმის დროს 97 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხარკოვში შტურმის დროს 97 ადამიანი დაშავდა

ხარკოვში მხარის ადმინისტრაციის შენობის შტურმის დროს 97 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" იტყობინება. ხარკოვის საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად 76 ადამიანი მიიყვანეს, მხარის კლინიკურ საავადმყოფოსი კი - 21. ყველა მათგანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ორ მოქალაქს კი, პნევმატური იარაღიდან მიიღებული ჭრილობები აღენიშნება.

"უნიანის" ცნობით, ხარკოვში არსებულ მხარის ადმინისტრაციის შენობაზე მომიტინგეებმა რუსული დროშა აღმართეს. შტურმის მონაწილეებმა მეიდანის რამდენიმე აქტივისტი შენობიდან გამოათრიეს. ისინი მიიყვანეს სცენაზე, რომლიდანაც ქალაქის ხელისუფლების მხარდამჭერები მომიტინგეებს მიმართავდნენ.