loader

შს მინისტრმა დედის დღე აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების დედებს მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრმა დედის დღე აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების დედებს მიულოცა

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცა. მინისტრი გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ტატულაშვილის დედას - მარინე ტატულაშვილს ეწვია და დედის დღე პირადად მიულოცა. მინისტრმა ქალბატონ მარინეს ყვავილების თაიგული და ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ზურაბ ტატულაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანია. 8 აგვისტოს ცხინვალში, სკოლასთან, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. ზურაბს ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანის დროს სნაიპერმა ზურგიდან ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თანამებრძოლი კი გადაარჩინა.

დღესვე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს დედის დღე მიულოცეს და ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.