loader

უკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა

საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ მისი სამშობლოსთვის რთულ პერიოდში მხარი დაუჭირეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

"მათ არა მხოლოდ დაგმეს აგრესია და აღიარეს უკრაინის ახალი მთავრობა, არამედ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ჩემი ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ელჩმა და ამისათვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობა კიდევ ერთხელ, ამჯერად ქართულ ენაზე გადაუხადა.