loader

"მაპატიეთ, ცოტა უცნაურ რაღაცას ვაკეთებ" - რა ექსპერიმენტი ჩაატარა გოგა ხაჩიძემ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაპატიეთ, ცოტა უცნაურ რაღაცას ვაკეთებ" - რა ექსპერიმენტი ჩაატარა გოგა ხაჩიძემ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარა, იმის გასარკვევად, ნამდვილად აცილებს თუ არა "კოკა-კოლა" მარკირების სითხეს.

პარლამენტარმა ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ სასმელი არჩევნების გამყალბებლებისთვის საჭირო საშუალება ყოფილა, რადგან თითიდან მარკირების სითხეს აცილებს. ხმალაძის თქმით, წინა მთავრობის დროს ის, ვინც არჩევნებს აყალბებდა, ამ ტექნოლოგიას შესანიშნავად ფლობდა.

რა შედეგით დასრულდა ექსპერიმენტი, ამას იხილავთ ვიდეოში, რომელიც გოგა ხაჩიძემ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით