loader

ქართველი ეპისკოპოსი ქალი მიშელ ობამამ "სიმამაცისთვის" დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ეპისკოპოსი ქალი მიშელ ობამამ "სიმამაცისთვის" დააჯილდოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის "ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოს" ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გახდა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

რუსუდან გოცირიძე აშშ-ის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ დააჯილდოვა. "ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოდ შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობის აღიარება", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო" ყოველწლიურად გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე