loader

თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაიბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის ანძის გარე განათების გათიშვასთან დაკავშირებით, პროკურატურაში თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი დაიბარეს. დღეს, 15:00 საათზე, პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დათო დაღელაშვილი, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე.

როგორც ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ამჟამად თბილისის მერიაში შესულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს.