loader

რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ქერჩში იარაღის დაყრა მოსთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ქერჩში იარაღის დაყრა მოსთხოვეს

რუსულ სამხედროფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა ქერჩში განთავსებული უკრაინის სამხედრო ნაწილის ბლოკირება განახორციელეს. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სამხედრო ნაწილს, რომელიც ქერჩიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და უკრაინის საჰაერო სივრცეს იცავს, რუსული სანომრე ნიშნიანი ორი სატვირთო ავტომანქანა მიუახლოვდა. მანქანებში 20-მდე ჩაფხუტიანი და ნიღბიანი სამხედროფრომიანი ადამიანი იჯდა. მათ სამხედრო ნაწილის გარშემო ტყვიამფრქვევები განათავსეს და უკრაინელ სამხედროებს იარაღის ჩაბარება უბრძანეს, რაზეც უარი მიიღეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამხედრო ნაწილთან სამხედროების ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებიც რუსეთის სამხედროფორმიანებს ნაწილში შეშვებას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საკუთარი ახლობლების დასაცავად მზად არიან. ადგილზე მივიდნენ ასევე პოლიტიკური პარტია "რუსკოე ედინსტვოს" აქტივისტები.

იხილეთ ასევე:

"ბიჭებო, გახსოვდეთ, სამშობლო თქვენთანაა!" - ყირიმელი თათრები უკრაინელ ჯარისკაცებს აპურებენ


სიმფეროპოლში ანტისაომარი აქცია დაარბიეს

როგორ ცდილობს რუსეთის მხარეს გადასული სარდალი უკრაინელი ჯარისკაცების გადაბირებას