loader

მოსადუნებელი მასაჟი... ცოცხალი გველებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსადუნებელი მასაჟი... ცოცხალი გველებით

გველის მასაჟი სპა-ინდუსტრიის ჰიტად იქცა. პროცედურა ითვალისწინებს მოსადუნებელ მასაჟს, ცოცხალი გველების გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის დასახელება სახიფათოდ ჟღერს, ვისაც ეს მასაჟი გაუკეთებია, ირწმუნება, რომ მას ჯადოსნური ეფექტი და დამამშვიდებელი ძალა აქვს.

გველებით მასაჟის გაკეთების იდეა პირველად ისრაელში კოსმეტიკური სალონების მფლობელს, ადე ბარაკს გაუჩნდა. ქალმა შეამჩნია, რომ პატარა "შინაური" გველის მოხვევა კისერზე მას ეხმარებოდა, დაეძლია თავის ტკივილი და დაძაბულობა.

პროცედურების დროს სხვადასხვა სახის და ზომის ქვეწარმავალი გამოიყენება, თუმცა, რასაკვირველია, ისინი შხამიანები არ არიან. პროცედურა 80 წუთი გრძელდება.

ასევე იხილეთ: მასაჟი გველებით

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე