loader

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეები უჩვეულო პროექტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეები უჩვეულო პროექტში

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ერთ-ერთი საცეკვაო დასი "კარენ პეტერსონი და კომპანია" უჩვეულო პროექტს ახორციელებს, რომელიც მათ ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვას ითვალისწინებს.

"ეს ცეკვის ცალკე ფორმაა, ზოგი ამას ფიზიკურ გამოწვევას უწოდებს, ზოგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეებს, მაგრამ მე ცეკვის ინკლუზიურ ფორმას დავარქმევდი. მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით სტუდიაში ამ წარმოდგენის შესაქმნელად და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. ეს დიდი გამოწვევაა, როცა ახალ ფორმებს ქმნი", - ამბობს დასის ხელმძღვანელი კარენ პეტერსონი.

"უნდა ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა - საკუთარი თავი სულ სხვანაირად დავინახე - ეტლში ჯდომა და თან მოცეკვავის სტატუსი თითქოს არ შეესაბამება ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა", - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე