loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო. ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.

"ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს მხეცურად მოკლეს. ეს დღე უმძიმესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს დაეცა სოხუმი. ამ ომს 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა. პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის დიდი მაგალითი მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა.