loader

მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია - ირაკლი ალასანია

ჩვენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

გუშინ, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან "მი-8" ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების - არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.

6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მხრიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.

ნახეთ ინგლისური ვერსია