loader

სიმფეროპოლში "ფემენის" აქტივისტი პრორუსულად განწყობილმა მომიტინგეებმა წიხლებით სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმფეროპოლში "ფემენის" აქტივისტი პრორუსულად განწყობილმა მომიტინგეებმა წიხლებით სცემეს

სიმფეროპოლში პრორუსული აქტივისტები ”ფემენის” წევრებს თავს დაესხნენ. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინული ”ფემენის” გოგონებმა ტოპლეს-აქციის: "შეჩერდი, პუტინ!" - Stop Putin ჩატარება სცადეს. ჯგუფ "ევრომაიდან-SOS"-ის ცნობით, ”ფემენის” ერთ-ერთი აქტივისტი მომიტინგეებმა - როგორც კაცებმა, ასევე ქალებმა - წიხლებით სცემეს.

"სიმფეროპოლში, პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე, სადაც ”დიდ რუსეთს” უმღეროდნენ, უცებ ”ფემენის” ორი აქტივისტი გამოხტა, - ნათქვამია "ევრომაიდან-SOS"-ის შეტყობინებაში. - გოგონები წელზემოთ შიშვლები იყვნენ და ყვიროდნენ: "შეჩერდი, პუტინ!"

გოგონებს "ყუბანელი კაზაკები" და მიტინგის სხვა მონაწილეები სალანძღავი შეძახილებით მისცვივდნენ და ცემა დაუწყეს. ბოლოს ისინი მილიციის მანქანით წაიყვანეს.