loader

მარტყოფის "ბანაკი" - თავშესაფარი დევნილი უცხოელებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტყოფის "ბანაკი" - თავშესაფარი დევნილი უცხოელებისთვის

მარტყოფში მდებარე თავშესაფარში დაახლოებით 60-მდე საკუთარი ქვეყნიდან დევნილი უცხოელი ცხოვრობს. თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და აფრიკა-აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები. მათი რაოდენობის მატების გამო უახლოეს პერიოდში აქ კიდევ უფრო დიდი თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 80 ადამიანს დაიტევს. შენობის მშენებლობის ხარჯებს ამერიკული მხარე დაფარავს.

კიდევ ერთი თავშესაფრის აშენების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. თუმცა, მარტყოფში უცხოელებთან ერთად ცხოვრება ბევრს არ მოსწონს.

2013 წელს საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 700-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა. შარშან 479 ადამიანი საქართველოში ერაყიდან ჩამოვიდა, ეგვიპტიდან - 80, სირიიდან - 60. მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მაგალითად, წლევანდელი წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფარი 80-მა ადამიანმა ითხოვა.

თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრისთვის გარკვეული მომსახურების ხარჯები გაეროს პროგრამის ფარგლებშია გამოყოფილი, ქართულ მხარეს კი ეს წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ლარი უჯდება.