loader

სიმფეროპოლში Associated Press-ის გადამღები ჯგუფი გაძარცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმფეროპოლში Associated Press-ის გადამღები ჯგუფი გაძარცვეს

რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელზეც ასახულია როგორ ძარცვავენ სიმფეროპოლის ქუჩებში უცხოელ ჟურნალისტებს. რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში უამრავი თვითმხილველის თვალწინ ყირიმის ე.წ. თავდაცვის რაზმების წარმომადგენლები ბულგარელ ჟურნალისტებს დაესხნენ თავს.

ახლახანს კი გავრცელდა 6 მარტს გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ გამოაქვთ ვიდეოკამერები და სხვა სახის აპარატურა სიმფეროპოლის ცენტრში მდებარე Associated Press Television News-ის ოფისიდან. მიკროავტობუსი, რომელიც კადრებში ჩანს, თვითმხილველებმა კიდევ რამდენიმე ადგილას შენიშნეს.