loader

რა მიზეზით ეგზავნება საბურთალოს გამგეობის შემოწმების მასალები სამართალდამცველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზეზით ეგზავნება საბურთალოს გამგეობის შემოწმების მასალები სამართალდამცველებს

საბურთალოს გამგეობაში სათათბირო ორგანოს შექმნის საკითხზე დოკუმენტაცია სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცემათ. ამის შესახებ საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ ქავთარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"2013 წლის 22 ოქტომბერს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გია ხუროშვილმა გამოსცა ბრძანება N3, რომლის თანახმადაც, რაიონში სათათბირო ორგანო შექმნა. ამავე ბრძანების მიხედვით, თითოეული ტერიტორიული ერთეულის სათათბირო ორგანო არაუმეტეს 50 წევრისაგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სათათბიროებს, რომლებშიც მხოლოდ საბურთალოს რაიონში 112 ამხანაგობის თავმჯდომარეა გაერთიანებული, იგივე ფუნქციები და მოვალეობები აქვთ, რაც კანონით აქვს განსაზღვრული მუნიციპალიტეტებს. ამდენად, გია ხუროშვილის ამ ბრძანებით, რაიონში შეიქმნა დამატებითი ინსტიტუტი, რომელთა დაფინანსებაც სრულიად გაუმართლებელია, რადგან მათი შექმნით რაიონისთვის რაიმე დამატებითი სარგებელი არ დამდგარა", - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სათათბიროებში გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებიც "თბილსერვისის" და ძველი თბილისის განვითარების ფონდის გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებდნენ, თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებში არაერთხელ იყვნენ დაკითხვაზე.