loader

პერუში დააკავეს ტურისტები, რომლებიც მაჩუ-პიქჩუში შიშვლები დარბოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პერუში დააკავეს ტურისტები, რომლებიც მაჩუ-პიქჩუში შიშვლები დარბოდნენ

პერუს პოლიციამ რამდენიმე საათით ოთხი ახალგაზრდა ადამიანი დააკავა, რომლებიც ინკების უძველეს ქალაქ მაჩუ-პიქჩუში ფოტოებს შიშვლები იღებდნენ.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ორი მათგანი ავსტრალიის მოქალაქე აღმოჩნდა, კიდევ ორი ტურისტი ქვეყანაში კანადიდან ჩავიდა.

ახალგაზრდები საკუთარ თავს iPhone-ითა და ვიდეოკამერით იღებდნენ, მიუხედავად ამკრძალავი ნიშნებისა, რომლებიც მაჩუ-პიქჩუს ტერიტორიაზე დგას.

ეს ნიშნები ტურისტებს ტანსაცმლის გახდას უკრძალავს, რადგან ეს "კულტურის წინააღმდეგ დანაშაულად" ფასდება.