loader

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონში საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონში საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1984 დაბადებული გიგა მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 134 ცალი საბრძოლო ვაზნა და "ერ-გე-დე 5"-ის ტიპის 1 ცალი ხელყუმბარა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).