loader

პრეზიდენტი ვაზიანში სამხედრო წვრთნებს დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი ვაზიანში სამხედრო წვრთნებს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური დანიშნულების დანაყოფისთვის შერჩეული სამხედროების საბაზისო სპეციალური მომზადების პირველ ეტაპს დაესწრო.

უმაღლეს მთავარსარდალს სწავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირადად გააცნო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სასწავლო კლასები და ობიექტები დაათვალიერა.

ნახეთ ვიდეო georganews.ge-ზე