loader

"დიდებული პუ.." და ჯუნგლების კანონი - რუსი მსახიობის იგავი ვლადიმერ პუტინზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდებული პუ.." და ჯუნგლების კანონი - რუსი მსახიობის იგავი ვლადიმერ პუტინზე

"დიდებული პუ...", მორჩილი ფინიები და ჯუნგლების კანონი - ცნობილი რუსი მსახიობი მიხეილ ეფრემოვი იგავს კითხულობს, რომლის მთავარ გმირშიც აუცილებლად ამოიცნობთ ვლადიმერ პუტინს. ალეგორიაში პუტინი წარმოჩენილია მახრჩობელა გველის სახით, რომელიც ჯუნგლების ბინადრებში ცხოველურ შიშს იწვევს. ლექსში გამოყენებულია შემდეგი სტროფი: "თითქოსდა ბოტოქსი ჩაუტუმბავთ გიგანტურ პრეზერვატივში" - ფრაზა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეძღვნება. მინი-სპექტაკლში, მახრჩობელა გველის - "პუს" მონად, ჟურნალისტი თინა კანდელაკიც არის მოხსენიებული.

"გესმით ჩემო ძაღლებო? ჩემო კანდელაკებო, ჩემო ტაბაკებო?!" - კითხულობს ჯუნგლების მრისხანე ბელადი. "დიახ გვესმის შენი, ჩვენო "პუ". ჩვენ გვიყვარხარ და მზად ვართ შენთვის ვიყეფოთ, თუნდაც ერთი დარტყმით ნამცეცებად გვაქციო" - პასუხობენ ისინი.