loader

კიეველი ბიჭი პუტინს ნაჩუქარ საათს 10 წლის შემდეგ უბრუნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიეველი ბიჭი პუტინს ნაჩუქარ საათს 10 წლის შემდეგ უბრუნებს

16 წლის კიეველმა ახალგაზრდამ, ანდრეი სენკომ ვლადიმერ პუტინს 10 წლის წინ ნაჩუქარი სახელობითი ნივთი უკან დაუბრუნა.

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ მატყუარა ხართ. ამიტომ იძულებული ვარ საჩუქარი უკან დაგიბრუნოთ", - მიმართა სენკომ პუტინს ადგილობრივი მედიის საშუალებით.

ახალგაზრდამ რუსეთის პრეზიდენტისგან სახელობითი მაჯის საათი 10 წლის წინ მიიღო. მაშინ პუტინი კიევს სტუმრობდა და ამ ვიზიტის აღსანიშნად ადგილობრივთა კითხვებს ინტერნეტით პასუხობდა. შეკითხვა 6 წლის ანდრეიმაც დაუსვა. "რაზე ოცნებობთ?", - დაინტერესდა ბიჭუნა და პუტინისგან პასუხიც მიიღო - "რომ ყველა ბავშვი და მშობელი ბედნიერი იყოს და მშვიდობიანად იცხოვროს".

ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ კიეველი ბიჭი საჩუქარზე უარს ამბობს.

"თქვენ მომატყუეთ. ესეც კი საკმარისი იმისთვის, რომ საჩუქარი დაგიბრუნოთ. თქვენთან პირისპირ შეხვედრა რომ შემეძლოს, თვალებში ჩაგხედავდით და პირში გეტყოდით: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ მატყუარა ხართ", - განაცხადა სენკომ. მისი თქმით, მთელი ბავშვობა სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ და ახლაც მზად არის თავის მიწაზე მშვიდობისთვის იბრძოლოს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე