loader

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა ამხილა და წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.