loader

ხანძარი ვერის საკალათბურთო დარბაზში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ვერის საკალათბურთო დარბაზში

ვერის საკალათბურთო დარბაზში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა შენობის გადახურვის დროს ჩატარებული სამუშაოებისას, რის შედეგადაც დაიწვა სახურავის 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

"მიმდინარეობს შენობის სახურავის შეცვლის სამუშაოები. ვინაიდან ცეცხლი გაუჩნდა სახურავს, ხანძარს ზარალი, ფაქტობრივად, არ გამოუწვევია", - განაცხადა გიორგაძემ.

ცეცხლის ჩაქრობა 15 წუთში მოხდა. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა იყო გამოძახებული.

Fire in Vere Basketball Hall - Watch video on georgianews.ge