loader

სამეგრელოს სამალავების საქმე: 10 ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამეგრელოს სამალავების საქმე: 10 ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე, მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, 12 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მხოლოდ ერთი, რუსლან შამახია იქნა ცნობილი. საქმეში ბრალდებულ კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას.

რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ახალაიას, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ბრალდებულ პაატა ქირიას - 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან კობა თოდუას - 9 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით და თემურ უბირიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

2013 წლის ივნისში, სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილ იქნა ვიდეოფირები. ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, ასევე, სექსუალური ხასიათის დანაშაულები.