loader

ლანჩხუთში "ლიბერთი ბანკის" გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლანჩხუთში "ლიბერთი ბანკის" გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბესიკ ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში მდებარე "ლიბერთი ბანკის" "ფეი ექსპრესის" ფილიალის ფანჯრები დააზიანა, საიდანაც შენობაში შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სეიფში 6 ათასი ლარი იდო.