loader

ფრანგი ექსტრემალი ავტომობილით წარუმატებელი ნახტომის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანგი ექსტრემალი ავტომობილით წარუმატებელი ნახტომის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა

ფრანგი ექსტრემალი გერლენ შიშერი სასწაულებრივად გადარჩა, როდესაც საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ტინზე საკუთარი მინი-კუპერით მორიგი რეკორდის დამყარებას ცდილობდა.

ამჯერად მრბოლელი ავტომობილით ყველაზე გრძელი ნახტომის შესრულებას - 110-მეტრიანი "უფსკრულის" გადალახვას შეეცადა. მიწაზე დაშვებულმა ავტომობილმა რამდენიმე ბრუნი გააკეთა. შიშერი ავტომობილიდან დამოუკიდებლად გადმოვიდა. იგი უმალვე საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მრბოლელი არ დაშავებულა.