უსუფაშვილის კომენტარი სააკაშვილზე და შიშისგან "შემხტარი" მიკროფონები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ კომენტარი ბრიუსელში გააკეთა, სადაც ის გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური ფორუმში იღებს მონაწილეობას. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მოულოდნელად, ფოიეში აფეტქების მსგავსი ხმა გაისმა, რამაც იქ დამსწრენი მსუბუქად შეაშფოთა.