loader

ადვოკატი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი მოქალაქე გივი ო-ს აუქციონის შედეგების გაუქმებას და მიწის ნაკვეთის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა, რასაც იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის 50 ათასი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოახერხებდა.

მალხაზ შვიდბიჭაშვილმა მოტყუებით, თაღლითურად, თითქოს სასამართლო ინსტანციებში პროცესების მოგების სანაცვლოდ, გივი ო-ს 2012 წლის სექტემბერს 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის თებერვალში 15 ათასი აშშ დოლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).