loader

რა პათოლოგიები უვითარდებათ "ბიოს" მომხმარებლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პათოლოგიები უვითარდებათ "ბიოს" მომხმარებლებს

"ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" - ეს ახალი ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უწყებაში ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები აჩვენეს.

პრეზენტაციას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები დაესწრნენ.

ასევე იხილეთ:

რას იწვევს "ბიოს" რეგულარული მოხმარება - შსს ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს