loader

"პუტინი ბრძენია, იუდა?" - რუსთავის მიტროპოლიტი კინოს სახლთან აქციაზე შეძახილებით გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პუტინი ბრძენია, იუდა?" - რუსთავის მიტროპოლიტი კინოს სახლთან აქციაზე შეძახილებით გააცილეს

კინოს სახლში, "ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ინციდენტების ფონზე წარიმართა. კინოს სახლში იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც "ევრაზიის ინსტიტუტის" მხარდამჭერებმა ნატო-ს საწინააღმდეგო მსვლელობა მოაწყვეს ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიმართულებით.

კინოჩვენების პარალელურად, კინოს სახლთან "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ჩვენებაზე დასასწრებად მისულებს შენობაში სტვენითა და შეძახილებით აცილებდნენ. შეძახილებით დახვდნენ რუსთავის მიტროპოლიტ იოანესაც, რომელსაც აქციის მონაწილეებმა იუდა უწოდეს.

ასევე იხილეთ: ცემა-ტყეპა და ლანძღვა-გინება დაპირისპირებული მხარეების აქციაზე კინოს სახლთან

ავტორები: მინდია აფციაური, გიორგი დადიანი