loader

"ნორმალურია, რომ დაიბარეს ერთდროულად 10 საკითხზე, ვიდრე 10-ჯერ გამოეძახებინათ" - ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნორმალურია, რომ დაიბარეს ერთდროულად 10 საკითხზე, ვიდრე 10-ჯერ გამოეძახებინათ" - ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მოვლენებს გაუსწრო, როდესაც თქვა, რომ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" გაიმართა.

რაც შეეხება კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაბარებულია ერთდროულად 10 საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის თქმით, ეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, რომ 10-ჯერ არ დაიბარეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს, 27 მარტს, 13:00 საათზე იყო დაბარებული.