loader

ახალქალაქის სასტუმროში მოწყობილი საროსკიპოსთვის 34 წლის ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალქალაქის სასტუმროში მოწყობილი საროსკიპოსთვის 34 წლის ქალი დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიულნარა მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიულნარა მ. ახალქალაქში, დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "არარატში" პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდა. სასტუმროში მომუშავე სომხეთის მოქალაქე სამი ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

35-year old woman arrested for providing lodging for prostitution in Akhalkalaki - Watch video on georgianews.ge