loader

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღო

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. ოქმს ტუვალუს მხრიდან ხელი გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს.

ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

აღნიშნული ფაქტით ტუვალუ უარყოფს 2011 წელს აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას.