loader

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის გარდაცვალების ხელახალ გამოძიებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის გარდაცვალების ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

ზვიად გამსახურდიას შვილები მთავრობას მიმართავენ და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ განცხადება მედიის წინაშე დღეს მთაწმინდაზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გააკეთეს.

კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს ტექსტს და აღნიშნეს, რომ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, გაგრძელდეს 2004 წელს დაწყებული გამოძიება.