loader

"მხოლოდ ნეშტის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ დადებს" - რას ითხოვენ ძმები გამსახურდიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხოლოდ ნეშტის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ დადებს" - რას ითხოვენ ძმები გამსახურდიები

ზვიად გამსახურდიას ვაჟები - გიორგი, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვენ.

მათი განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2004 წლის შემდეგ საგამოძიებო ქმედებები აღარ განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საკუთარ დასკვნაში ფაქტობრივად გამორიცხა თვითმკვლელობის ვერსია და მიმართა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი მოკვლევის მოთხოვნით, მსგავსი არაფერი მომხდარა.