loader

რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ბრონისლავ კომაროვსკიმ და პირველმა ლედიმ ანა კომაროვსკამ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას სამახსოვრო საჩუქრები უძღვნეს.

პრეზიდენტთან ერთად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ზურაბ აბაშიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.

Maka Chichua received a present from Poland’s First Lady - Watch video on georgianews.ge