loader

დომინო, იოგა და პიკნიკი თბილისის მერიაში - "პარტიზანული მებაღეობის" აქცია-პერფორმანსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დომინო, იოგა და პიკნიკი თბილისის მერიაში - "პარტიზანული მებაღეობის" აქცია-პერფორმანსი

"პარტიზანული მებაღეობის" აქტივისტებმა 28 მარტს თბილისის მერიის შენობაში საინტერესო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. ორგანიზაციის 20-მდე აქტივისტი მერიის ფოიეში მოულოდნელად გამოჩნდა. ზოგიერთმა დომინოს თამაში დაიწყო, ზოგიერთებმა საპიკნიკე სივრცე მოიწყვეს, ნაწილი იოგით დაკავდა და ა.შ.

საპროტესტო პერფორმანსის კადრები "პარტიზანული მებაღეობის" "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა შემდეგი კომენტარით: "თბილისის მერია ყიდის საზოგადოებრივ პარკებს, რაც იწვევს საჯარო სივრცის შემცირებას და ნაკლებ ადგილს უტოვებს ჩვენს შვილებს სათამაშოდ. თუ თქვენ გვაგდებთ ჩვენი პარკებიდან, ჩვენ გაგაგდებთ თქვენი სამსახურებიდან."