loader

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა

"ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს. ისინი პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციელების ჩარევის შემდეგ ამის გაკეთება ვერ შეძლო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძის სახელს უკავშირებენ.