loader

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილზე

საქართველოს პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილს დაესწრო. ოფიციალურ სადილზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში, გიორგი მარგველაშვილმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის და საერთო მისწრაფებების შესახებ ისაუბრა.

"დღეს ჩვენ ვზეიმობთ პოლონეთის დამოუკიდებლობის 25-ე, ევროპის წევრობის მე-10 და ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავს - ეს არის გზა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გაივლის. ვიცი, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ; ვიცი, რომ გვყავს მამაცი, გაბედული, გონიერი და თბილი მეგობრები ევროპაში. მჯერა, რომ ეს გზა იქნება წარმატებული. მინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის სადღეგრძელო, რომელიც, ღრმად მწამს, წაადგება ევროპას და მთელ მსოფლიოს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან

Giorgi Margvelashvili and Maka Chichua at official dinner in Poland - Watch video on georgianews.ge