loader

"ბურთი და ფეხბურთი კალაძემ შეაზიზღა რუსთაველებს" - რუსთაველი მძღოლების პროტესტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბურთი და ფეხბურთი კალაძემ შეაზიზღა რუსთაველებს" - რუსთაველი მძღოლების პროტესტი

"ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა, პოლიციელების ჩარევის შემდეგ ამის გაკეთება ვერ შეძლო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძის სახელს უკავშირებენ.

მძღოლებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს.
მძღოლებმა საპატრიარქოში პატრიარქის სახელზე განცხადება დატოვეს.

იხილეთ ასევე: ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა