loader

"დასაქმების ფორუმი 2014" სტუდენტებს სამსახურის პოვნის შანსს აძლევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასაქმების ფორუმი 2014" სტუდენტებს სამსახურის პოვნის შანსს აძლევს

"დასაქმების ფორუმი 2014" სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მაგისტრებს დასაქმების შანსს აძლევს. ფორუმზე, რომელიც დასაქმების სააგენტო HR-ის ორგანიზებით იმართება, სამსახურის მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცათ, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს გასაუბრებოდნენ. თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა მათ კონკრეტული ვაკანსიები გააცნეს. ფორუმში მონაწილეობა 17-მა უნივერსიტეტმა და 35-მა ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის, "მედია პალიტრამაც", რომელიც დასაქმების ფორუმში უკვე ორი წელია მონაწილეობს.

წარმოდგენილნი არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ ვაკანსიები, დაასაქმონ სტუდენტები სატელეკომუნიკაციო, საფინანსო, სადაზღვევო და სხვა სფეროებში. ფორუმში ასევე მონაწილეობენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც უცხოური პროდუქციის დისტრიბუციას აწარმოებენ საქართველოში.