loader

"იმ ფონზე, რომ ჩემი მეგობრები ციხეში არიან, უხერხულიცაა, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაბარება" - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმ ფონზე, რომ ჩემი მეგობრები ციხეში არიან, უხერხულიცაა, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაბარება" - გიგა ბოკერია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი და საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც პროკურატურაში შესვლამდე გიგა ბოკერიამ განაცხადა, მისთვის პროკურატურაში დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს თემა წელიწადნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. ამასთან, ბოკერია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დააკავონ კიდეც.

გიგა ბოკერია დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე მოწმედ იკითხება.