loader

პაკისტანში ცხრა თვის ბავშვი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში ცხრა თვის ბავშვი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს

პაკისტანის სასამართლო მკვლელობის მცდელობის საქმეს განიხილავს, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული 9 თვის ბიჭუნაა. ჩვილი სახელად მოჰამად მუსა და მისი ნათესავები, გაზის კომპანიის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს. როდესაც ისინი ოჯახში მრიცხველის შესამოწმებლად მივიდნენ, სახლის ბინადრებმა მათ ქვები დაუშინეს.

კომპანიის თანამშრომლებს თან პოლიციის ინსპექტორი ახლდა, სწორედ მან დაწერა ანგარიშში, რომ ეს მკვლელობის მცდელობა იყო და გულმოდგინედ ჩამოწერა ყველა იქ მყოფი ოჯახის წევრი. მოგვიანებით ოჯახს, მათ შორის მეძუძურ ბავშვს, ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ოჯახის ადვოკატმა ბავშვის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისთვის ბრალდების მოხსნა მოითხოვა, პოლიცია კი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

მოსამართლემ პოლიციელი საქმეს ჩამოაშორა, ჩვილი კი გირაოთი გაათავისუფლა. მოჰამად მუსა, მიუხედავად მცირეწლოვნობისა ერთ კვირაში სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, როდესაც ამ საქმეზე მორიგი მოსმენა გაიმართება.