loader

სახალხო დამცველი "მუყაოს ქალაქში" - როგორ ცხოვრობენ ხელვაჩაურში, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახალხო დამცველი "მუყაოს ქალაქში" - როგორ ცხოვრობენ ხელვაჩაურში, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას შეხვდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, "მუყაოს ქალაქში" თვითნებურად შესახლების შემდეგ 20-მდე ბავშვი დაიბადა. აქ კი არათუ ახალშობილთათვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც კი საცხოვრებელი პირობები არ არის. თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დახმარების თხოვნით სახელმწიფოს მიმართავენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 150 სკოლის მოსწავლეა და 155 ბაღის ასაკის ბავშვი.