loader

მთვრალი და შიშველი აქტივისტები სევასტოპოლში: როგორ აღნიშნეს ყირიმის რუსეთთან შეერთება (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალი და შიშველი აქტივისტები სევასტოპოლში: როგორ აღნიშნეს ყირიმის რუსეთთან შეერთება (+18)

18 მარტს კრემლში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ყირიმის რესპუბლიკა ოფიციალურად შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. ეს მოვლენა ყირიმის ნახევარკუნძულის სხვადასხვა ქალაქში საზეიმო მსვლელობებით და კონცერტებით აღნიშნეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ბედნიერი ყირიმელები მხოლოდ უწყინარი მსვლელობებით არ დაკმაყოფილდნენ. 6 აპრილს პორტალ yandex.ru-ზე სკანდალური ვიდეო განთავსდა, რომელზეც ასახულია, როგორ აღნიშნეს სევასტოპოლის მკვიდრებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ღრეობა, უხამსი შეძახილები, შიშველი და უგონოდ მთვრალი ახალგაზრდები რუსეთის დროშებით ხელში - ამ კადრებმა ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.