loader

"სამცხე-ჯავახეთი: ცხელი წერტილი ყირიმის შემდეგ?" - "ალ ჯაზირას" რეპორტაჟი საქართველოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამცხე-ჯავახეთი: ცხელი წერტილი ყირიმის შემდეგ?" - "ალ ჯაზირას" რეპორტაჟი საქართველოდან

"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია თბილისს აშფოთებს", - ამ სათაურით ავრცელებს რეპორტაჟს ჯავახეთიდან ტელეკომპანია "ალ ჯაზირა". როგორც რეპორტაჟის ავტორი რობინ ფორესტერ-უოკერი აღნიშნავს, საქართველოში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყირიმის შემდეგ ცხელი წერტილი შესაძლოა სამცხე-ჯავახეთი გახდეს. ავტორისვე თქმით, ასეთი აზრი იმიტომ მუსირებს, რომ რეგიონში ბევრი ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად არ ლაპარაკობს.

"აქაურები თავს საქართველოდან მოწყვეტილად გრძნობენ. ყოველთვის საჭიროა ადამიანების მოტივირება. აქაურებს უნდათ ქართულის შესწავლა და უფრო მეტად ინტეგრირება", - ციტირებს რეპორტაჟის ავტორი ვაჰაგან ჩახალიანის კომენტარს. "აქ დაიბადნენ მამაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი შვილი. ასე რომ, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ", - აცხადებს ჯავახეთში მცხოვრები ვრამ კარაპეტიანი.

"სომხეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ასევე, რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ადგილი, სამხრეთით მდებარეობს. ზოგიერთი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს დესტაბილიზაცია ჯავახეთში და საქართველოს შუაზე გახლეჩა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოვლენებს შორსმიმავალი და არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს, ქართველებს უფრო მეტის გაკეთება სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნავს "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი.

Al Jazeera: ‘Russian annexation of Crimea alarms Georgia’ - Watch video on georgianews.ge