loader

ლაპარაკი საქმის ნაცვლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაპარაკი საქმის ნაცვლად

ბრიტანულმა საქველმოქმედო ცენტრმა საინტერესო ექსპერიმეტი ჩაატარა, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ლაპარაკი საქმის ნაცვლად ადამიანებისთვის ყველაზე მოსახერხებელი გამოსავალია.

იმ დროს, როცა ორგანიზაციის მოხალისე ქუჩებში ბანერით დადიოდა, რომელზეც ეწერა: "Fuck the poor", თითქმის ყველა გამვლელი თავს მოვალედ თვლიდა, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატა წარწერასთან დაკავშირებით. თუმცა, საკმარისი იყო მას ბანერი შეეცვალა წარწერით: "Help the poor" და ხალხისთვის შემოწირულობები ეთხოვა, მას ყურადღებას არავინ აქცევდა.

აკეთეთ საქმე, ლაპარაკის ნაცვლად - ექსპერიმენტის დევიზი ასეთია: "ვიცით, რომ გაღელვებთ, მაგრამ იღელვეთ ისე, რომ მზად იყოთ გაცემისთვის".