loader

პენსილვანიის სკოლაში ოცი მოზარდი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენსილვანიის სკოლაში ოცი მოზარდი დაჭრეს

აშშ-ის შტატ პენსილვანიაში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მოსწავლეა დაჭრილი.

ინციდენტი პიტსბურგში, სასწავლო დაწესებულება Franklin Regional High School-ში მოხდა. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ის ამავე სკოლის მოსწავლეა.

არსებული ინფორმაციით, 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს დანით სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აქვთ მიყენებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სკოლა დროებით დაიხურა. შენობას სამართალდამცველები ამოწმებენ.